суббота, 3 октября 2009 г.

sascavlo proeqti

1.პროექტის სახელი: ქიმიის კაბინეტი
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:ქიმიისკაბინეტის მოწყობა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად
3.პროექტის სრული აღწერა:ა.კაბინეტში წყლისა და კანალიზაციის დამონტაჟება.ბ.ახალი კარადების შეძენა,რეაქტივების და ხელსაწყოების განახლება.გ.კომპიუტერის და პროექტორის შეძენა.
4.მონაწილეთა ასაკი:16-17წელი
5.ვადებიჭ\ხანგრძლივობა:მთელი სასწავლო წლის მანძილზე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ა.მოსწავლე იკვლევს ქიმიის როლს ადამიანის საქმიანობის სხვადასხვასფეროში.ბ.მოსწავლე ამოიცნობს და აღწერს მის გარშემო და ბუნებაში მიმდინარე ქიმიურ გარდაქმნებს.გ.მოსწავლე იკვლევს ქიმიური რეაქციის მიმდინარეობის კანონზომიერებებს.
7.მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ა.მოიყვანს ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე ქიმიური მოვლენების მაგალითებს (წვა,ჟანგვა,კოროზია) ადარებს ერთმანეთს,მსჯელობს ამ ქიმიური მოვლენების მნიშვნელობასა და მათზე მომქმედ ფაქტორებზე. ბ.სქემატურად გამოსახავს ზოგიერთი ელემენტის წრებრუნვას ბუნებაში,მსჯელობს ამ პროცესების ხელშემწყობ ფაქტორებსა და მნიშვნელობაზე.გ.აღწერს როგორ წარმოიქმნება გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები,საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები და აკავშირებს ამ პროცესებს ქიმიური რეაქციების დროს ატომის უცვლელობასთან.დ.ეძებს გზებს ქიმიური ნარჩენებით გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.
8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები ისარგებლებენ განახლებული კაბინეტით და კომპიუტერით
9.სამუშაო ენა:ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:--
11.საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ფიზიკა და ბიოლოგია
12.პროექტის ფასილიტატორი: მზია რუხაძე
13ფასილიტატორის ელ.ფოსტა:mruxadze210@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი\ბლოგი:www.mziaqimia.blogspot.com